ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისფულეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელწერილის საფუძველზე გაათავისფულეს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ელენე ხოშტარიაც.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ს საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე ჯამში დაკავებული იყო რვა პირი – ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ისინი სტიკერების გაკვრას შეეცადნენ.