ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული ელენე ხოშტარია და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელწერილის საფუძველზე გაათავისფულეს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ელენე ხოშტარიაც.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე ჯამში დაკავებული იყო რვა პირი – ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ისინი სტიკერების გაკვრას შეეცადნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…