ბათუმში აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამის გათენებას გეგმავს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეთა პროტესტი გრძელდება.
აქციის მონაწილეები მეორე ღამეა, საკონტიტუციო სასამართლოსთან კარავში ღამეს ათევენ.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ხვალ 16:00 საათზე, პროტესტისა და სოლდარობის მარში, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
“ვინც სოლიდარობას უცხადებს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე დაკავებულ, დაჯარიმებულ და დაშავებულ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს;ვინც ხმამაღლა ან ჩუმად აპროტესტებს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას;ვისთვისაც მიუღებელია ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება;ვინც მიიჩნევს, რომ სასამართლო უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ერთ პოლიტიკურ ჯგუფს;ვისაც აწუხებს სიღარიბე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის პრობლემები ქვეყანაში შემოგვიერთდით”,- აღნიშნეს მათ

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო