ბათუმში აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ

ბათუმში აქციის მონაწილეებს რამდენიმე თავს დაესხნენ. შესაბამისი ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კადრებში ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ დაპირისპირებას.
ერთ-ერთ პირს გაურკვეველი საგანი ეჭირა ხელში, რითაც აქციის მონაწილეებს უსწორდებოდა, შედეგად კი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფიზიკური დაზიანებაც მიიღო.
„მსვლელობის დროს, ჯოხი გადაატეხა ჯერ ერთს, მერე მეორეს დაზარალებული გვყავს, ვერ დგებოდა ადამიანი ფეხზე და პოლიცია არც კი დაინტერესებულა, იდგა სანამ ყურით არ მოვათრიეთ და ჩვენ რის გამო გვიჭერენ ბიჭო”, – აცხადებს აქტივისტი რომა მახარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…