ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, პროევროპული აქცია-მარშის მსვლელობისას, ხმაური იყო. სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე, ქალი დააკავეს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში არის გადაყვანილი. ადგილზე მყოფი სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული ქალი სამართალდამცავებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდნენ. ამ წუთებში ისინი კი მსვლელობას მართავენ. სავარაუდოდ, პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მიემართებიან.
„სავარაუდოდ, პოლიციელისთვის ზურგზე სტიკერის დატოვებას აპირებდა, იყო მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და სწორედ ამ დროს დაკავება მოხდა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო