ბათუმში ასლან აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, მამია ვარშანიძის ქუჩიდან ჟიული შარტავას გამზირის მიმართულებით ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩისა და პირველი ჩიხის სრულ რეაბილიტაციას.
ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სამუშაოებს ს მერი, არჩილ ჩიქოვანი გაეცნო.
„ბათუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის, გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერეთ. უკვე სრულად მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარები და ბორდიურები, განახლდა გარეგანათება. გარკვეულ მონაკვეთებზე წელსვე დასრულდება სამუშაოები, მაისამდე კი, სრულად განხორციელდება გენ. ასლან აბაშიძის პირველი ჩიხის კეთილმოწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალ წელსაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. გარდა იმისა, რომ არსებული ქუჩების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება, ასევე გათვალისწინებული გვაქვს ახალი ქუჩების მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სამომავლო განვითარებისათვის“, – აღნიშნა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.
ბათუმის მერიის განმარტებით, პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული