ბათუმში „ალილოს“ სადღესასწაულო მსვლელობა მიმდინარეობს

ბათუმში საშობაო „ალილო“ მიმდინარეობს. სადღესასწაულო მსვლელობა ს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ყველა ცენტრალურ ქუჩას მოიცავს.
მრევლს სტიქაროსნები და სასულიერო პირები მიუძღვებიან.
შობის მახარობლები ტრადიციულად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების საფლავებთან შეიკრიბებიან.
ს ქუჩების შემოვლის შემდეგ, „ალილოს“ მონაწილეები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაბრუნდებიან, სადაც შეგროვილი ნობათის კურთხევა მოხდება, შემდეგ კი ტკბილეულს შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცთა თავშესაფარს გადასცემენ.