ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა – დაშავებულია რამდენიმე პირი

ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ.
როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მყოფები დაშავდნენ, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. შეჯახების შედეგად სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება