ბათუმში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევა გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ე.წ. ზებრა გადასასვლელზე მყოფ ქვეითს დაეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.