ბათუმში ავტომობილებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს

ბათუმში ავტომობილებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, მსვლელობას ქალაქის მასშტაბით მოაწყობენ.
აქციის მონაწილეები სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
“თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება თემურ ქათამაძეს, თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს! გვინდა, რომ ჩვენი ხმა საზოგადოებას მივაწვდინოთ, ყველა უნდა გამოვიდეს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”, – აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას