ბათუმში ავტობუსით მგზავრობა 2.5–ჯერ გაძვირდა – “დღეს უხარისხოა მგზავრობა და ორშაბათს ხარისხიანი გახდება?”

ბათუმის საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობა გააძვირა.
ბათუმის მერიის ინიციატივას, 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაეზარდათ ბათუმში, ავტობუსით მგზავრობის გადასახადი, მხარი „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა დაუჭირა.

გააპროტესტა საკრებულოს წევრმა, ვაჟა დარჩიამ, რომელსაც მიკროფონი ორჯერ გაუთიშეს და თქვა:

–2.5–ჯე უძვირებთ ბათუმელებს ყოვლდღიურობას, იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე გაჭირვებული ფენაა, ვინც დადის ავტობუსით, არ მგონია, რომელიმე თქვენგანი ავტობუსის მომხმარებელი იყოს, გუშინ, ბატონმა ლევანმა, 13 ნომერი რა არისო, იკითხა, არ იცოდა. 

მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ 2.5 ჯერ ვუზრდით მგზავრობას და არგუმენტად მოგვყავს, რომ თურმე, 3.5 ჯდება ერთი კილომეტრი, მაშინ 3.5 დავაწეროთ და საერთოდ არ გვექნება დოტაცია, აბსურდულია ამაზე საუბარი.

თან არგუმენტებში გვიწერია, ბენზინი გაძვირდაო, ბენზინი ბოლო წლებში რადიკალურად არ გაძვირებულა, ისეც ცეცხლ;ის ფასი უკიდია. ერთი წუთით, არ გამითიშოთ, კითხვას ვსვამ – შეფასებას ვაკეთებ და მივდივარ კითხვამდე – მაინტერესებს, თუ არის ბენზინის საკითხი მნიშვნელოვანი და არგუმენტი, ის მაინც განვიხილოთ, რომ 13 ნომერი, რომელიც ბენზინთან საერთოდ არ არის დაკავშირებული, დავტოვოთ იგივე ტარიფზე. ეს საკითხი მაინც ვაქციოთ პრიორიტეტულად. 

მომხსენებელი, ოცნების გუნდის წევრი:

–მთავარია, მოხდეს მგზავრთა შეუფერხებელი და ხარისხიანი გადაყვანა…

ვაჟა დარჩია:

–დღეს უხარისხოა და ორშაბათს ხარისხიანი გახდება?

მომხსენებელი, ოცნების გუნდის წევრი:

–დიახ, რომ არ გახდეს უხარისხო, ამიტომ ვაკეთებთ.

კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი მასალკინი ითხოვდა, დოტაცია გაიზარდოს და არა მგზავრობის საფასური, მით უფრო, რომ საკრებულოს ბიუჯეტი გაზრდილია. ასევე ის ამბობდა, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდა, პირველ რიგში, მმართველ გუნდს არ უნდა აწყობდეს, თუმცა, არც მისი აზრი გაითვალისწინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: მიქანაძე როგორ ბედავს არა თუ გააუქმოს, სკამი გადააადგილოს უნივერსიტეტში? თსუ, ავტოკეფალია და ენა არის ქართული იდენტობა – იმპერიის წარმომადგენელი ხელისუფლება გვყავს და შემდეგი იქნება ავტოკეფალიის გაუქმებასთან შეთამაშება