ბათუმში, ადგილზე, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ადგილობრივი მთავრობის წევრებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება იყო

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ადგილობრივი მთავრობის წევრები მივიდნენ.

ადგილობრივებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება იყო.

ადგილობრივი მთავრობის წევრების ინფორმაციით, ბინების მშენებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა, რაც შეეხება ფაქტს, მათივე განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს.

„ხალხს ტრაგედია აქვს და გვერდში დავუდგეთ მოვედი, გამოძიება დაადგენს რა მოხდა. თხრილები ცალკეა მშენებლობა კი ცალკე, სამშენებლო მოქმედება დაწყებული ჯერ არ არის”,- აცხადებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი თავდგირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს