ბათუმმა ჭადრაკში საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლა

ბათუმში ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჭადრაკში საქართველოს 34-ე ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ტურნირი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებს მოიცავდა. მასში მონაწილეობა ქვეყნის ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა, 300-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკემ მიიღო.
„პირველი და მეორე ადგილების მფლობელებმა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე საგზურები მოიპოვეს შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში.
ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის ოქტომბერში, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გაიმართება, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატებს ალბანეთი და ყაზახეთი უმასპინძლებენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ჩემპიონებმა დამატებით მსოფლიო თასის საგზურები მოიპოვეს, რომლის ფინალური ეტაპი 22 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით კვლავ ბათუმში გაიმართება.
საბოლოო შედეგები: 8 წლამდე ჭაბუკთა შორის: I ადგილი – გიორგი ონიანი (ტყიბული; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი)- 7,5 ქულა; II ადგილი – ცოტნე ნანავა (ზუგდიდი; მწვრთნელი გიორგი სართანია) – 7 ქულა; III ადგილი – ცოტნე მურჯიკნელი (ახალციხე; მწვრთნელი დავით სამსონიძე) – 7 ქულა;
8 წლამდე გოგონათა შორის: I ადგილი – ნუკი ხუსკივაძე (ზესტაფონი; მწვრთნელი გიორგი ჭანტურიძე) – 9 ქულა; II ადგილი – ანასტასია გვასალია (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 7 ქულა; III ადგილი – მარიამი მიქაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი მენაბდე) – 6,5 ქულა;
10 წლამდე ჭაბუკთა შორის: I ადგილი – ანდრია ჯახაია (ზუგდიდი; მწვრთნელი ზვიად ფაცია) – 8 ქულა; II ადგილი -ლაზარე ჩხარტიშვილი (ოზურგეთი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 7,5 ქულა; III ადგილი – ანდრია ყუბანეიშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი რამაზ ერაძე) – 6,5 ქულა;
10 წლამდე გოგონათა შორის: I ადგილი – მარია რეხვიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 8 ქულა; II ადგილი – ლილე სვანაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 7,5 ქულა; III ადგილი – სარა სალთხუციშვილი (თბილისი; მწვრთნელი ლევან ბახტაძე) – 7,5 ქულა;
12 წლამდე ჭაბუკთა შორის: I ადგილი – გიორგი წულაია – (; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – 7 ქულა; II ადგილი – ნიკა წულაია – (თბილისი; მწვრთნელი ნატალია ეძგვერაძე) – 6,5 ქულა; III ადგილი – ალექსანდრე ღონღაძე – (თბილისი; მწვრთნელი ზაზა ჭკუასელი) – 6,5 ქულა;
12 წლამდე გოგონათა შორის: I ადგილი – მარიამ გიორგაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი მენაბდე) – 8,5 ქულა; II ადგილი – თეა რუსიტაშვილი (ბორჯომი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 8 ქულა; III ადგილი – ალექსანდრა ედიბერიძე (თბილისი; მწვრთნელი ნატალია ეძგვერაძე) – 5,5 ქულა;
14 წლამდე ჭაბუკთა შორის: I ადგილი – გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი)- 7,5 ქულა; II ადგილი -ანდრია კვირიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 7,5 ქულა; III ადგილი – ლუკა ქუნთელია (თბილისი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 6,5 ქულა;
14 წლამდე გოგონათა შორის: I ადგილი – ბარბარე აშოთია (ქუთაისი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 8 ქულა; II ადგილი -ლიკა ჩხარტიშვილი (თბილისი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) -6,5 ქულა; III ადგილი – ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი მენაბდე) – 6,5 ქულა;
16 წლამდე ჭაბუკთა შორის: I ადგილი – ერეკლე ტაბატაძე (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ სტურუა) – 8 ქულა; II ადგილი – ლუკა ხვედელიძე (თბილისი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 6 ქულა; III ადგილი – თამაზ თუშიშვილი (თელავი; მწვრთნელი ნანა იოსელიანი) – 5,5 ქულა;
16 წლამდე გოგონათა შორის: I ადგილი – მარიამი კალანდაძე(; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 8 ქულა; II ადგილი – მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 7,5 ქულა; III ადგილი – თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 7 ქულა;
18 წლამდე ჭაბუკთა შორის: I ადგილი – დენიელ საფაროვი (თბილისი; მწვრთნელი დავიდ არუთინიანი) – 8 ქულა; II ადგილი -ლუკა კილაძე (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ სტურუა) – 8 ქულა; III ადგილი – ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 6 ქულა;
18 წლამდე გოგონათა შორის: I ადგილი – მარიამ გვათუა (თბილისი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 7,5 ქულა; II ადგილი – მარიამ სიჭინავა (თბილისი; მწვრთნელი ლაშა ჯანღავა) – 7 ქულა; III ადგილი – ლულუ დიასამიძე (ქობულეთი; მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) – 6,5 ქულა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.