ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სა და ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”