-ქობულეთის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ქალი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ ფასდება.
ავსტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულო. როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსთან”განაცახადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს