საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 13,986,483 აშშ დოლარს შეადგენს.
ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე: https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1755852281“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
