ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „ბათუმი მოლში“ მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს.
„საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, “ბათუმი მოლში” მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები“, – აცხადებს სუსი.
ფორუმი
