(ანგისა)-ახალციხის გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციაში ნათქვამია:
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ.ზარზმა), ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი: საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან – იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ