„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის 100 მლნ ლარი დაიხარჯება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მოინახულა. აღნიშნულ მისამართებზე საცხოვრებელი ფართები 120 ოჯახზეა გათვალისწინებული.
ამ ეტაპზე მშენებლობა და გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 მისამართზე და უკვე დასრულდა 12 მისამართზე.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის განხორციელების შედეგად 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება. მოსახლეობას ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა.
ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის 100 მლნ ლარი დაიხარჯება.

ასევე დაგაინტერესებთ