ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად სურმანიძის განცხადებით, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან, ოლქში საჩივარი არ შესულა, ამომრჩეველთა აქტივობა კი 32%-ია

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად სურმანიძის განცხადებით, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან, ოლქში საჩივარი არ შესულა. მისი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 32%-ს აღწევს.
მისი თქმით, წინა წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, შედარებით დაბალია.
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არსად არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება აქტივობას, 50 112 ამომრჩეველი გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 32%-ს.
ადგილობრივ თვითმმართველობის წინა არჩევნებთან შედარებით, აქტივობა ცოტა დაბალია, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მაღალია”,- აცხადებს ზვიად სურმანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს