ბათუმის წყალი წყლისა და წყალარინების ტარიფების ცვლილებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტარიფის ცვლილება ძირითადად არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე ვრცელდება.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე.
ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებულ ტარიფზე, რის შედეგადაც წყლის ახალი ტარიფი უმნიშვნელოდ – 0.00826 (ლარი/მ3)-ით შეიცვალა.
უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფი სულადობით, რომელიც 2.62 (ლარი/მ3)-ს შეადგენს.
არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ობიექტის ტარიფი გაიზარდა 00.10 ლარით, კერძოდ: წყალი – 3.34058, წყალარინება – 2.52874, სულ – 5.86932 (ლარი/მ3)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.