ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ გაფიცვის რეჟიმში იმყოფებიან.
შეკრებილების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ აღნიშნული პროტესტში მყოფი სტუდენტები აუდიტორიებში დააბრუნოს, რასაც სტუდენტთა ნაწილი ეწინააღმდეგება.
აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
„რისთვის ვიბრძვით? – იმისთვის, რომ გაუნათლებელი პრეზიდენტი დაგვისვეს?! მოქალაქეები უკანონოდ არიან დაკავებულები. უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გადავადებას ვითხოვთ, არ ვაპირებთ გაფიცვის შეწყვეტას. ბრძოლას ვაგრძელებთ”,- აღნიშნეს მათ
