ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-11 სეზონს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟის მიღებით აღნიშნავს

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-11 სეზონს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟის მიღებით აღნიშნავს.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ს შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 10-15 სექტემბერს, მეთერთმეტედ უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მუსიკოსებს და მსმენელს შესთავაზებს დაუვიწყარ დღეებს მრავალფეროვანი პროგრამით.
„5 დღის განმავლობაში ბათუმი გახდება კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი და ზღვისპირა ქალაქს მოეფინება ჯადოსნური ჰანგები. დაარსების დღიდან ფესტივალის მისიაა ქვეყნის საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა და წარმოადგენს ქართველი ტალანტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას. წელს პირველად, ფონდი „ლირა“, ფესტივალის ფარგლებში დააწესებს პრემიებს გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა პიანისტებისთვის და შესთავაზებს მასტერკლასებს ნორჩ მევიოლინეებს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მიმდინარეობს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟით.
ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერებია: საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის და სპორტისა სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”