ბათუმის ქუჩებშიც და მუზეუმებშიც საგრძნობლად შეიმჩნევა ჩინეთიდან ვიზიტორების მატება – ზაურ ახვლედიანი

ს ქუჩებშიც და მუზეუმებშიც საგრძნობლად შეიმჩნევა ჩინეთიდან ვიზიტორების მატება. ზუსტი სტატისტიკა წლის ბოლოს გვეცოდინება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტი“ ეთერში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, აჭარაში ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტია.
„ჭარბობენ ს და არაბეთის ქვეყნებიდან. ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანია ტურისტები პოლონეთიდანაც. ბათუმის ქუჩებშიც და მუზეუმებშიც საგრძნობლად შეიმჩნევა ჩინეთიდან ვიზიტორების მატება. ზუსტი სტატისტიკა წლის ბოლოს გვეცოდინება. აჭარის რეგიონში ვიზიტორების სიმრავლით გონიოს ციხე ლიდერობს. მას 2023 წელს 98 000 ვიზიტორი ჰყავდა, 2022 წელს – 95 000. პეტრას ციხეზე წელიწადში 55 000-დან 60 000-მდე ვიზიტორი გვყავს. მომავალი სეზონიდან ვფიქრობთ, რომ პეტრას ციხე არა 18 საათამდე, არამედ 21 საათამდე ვამუშაოთ. იმიტომ, რომ ტურისტებს პეტრადან საღამოს საათებში მოსწონთ ხედი,“ – აცხადებს ზაურ ახვლედიანი.
აჭარის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საუბრისას მან რამდენიმე გამოყო: მათ შორის გონიო-აფსაროსის, პეტრას, ხიხანის და გვარას ციხეები. მისი თქმით, ხიხანი აჭარის ოლიმპოა.
„აჭარის რეგიონში უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ვიზიტორების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია გონიო-აფსაროსის და პეტრეს ციხე-სიმაგრეები. პეტრაზე საბილეთო სისტემა ბოლო 3 წელია რაც დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი როგორც პეტრასთვის, ისე გონიოსთვის. აღსანიშნავია ასევე XII საუკუნით დათარიღებული გვარას ციხე, სადაც არქეოლოგიური გათხრები 2022 წელს ჩატარდა. ციხე ხელვაჩაურის ტერიტორიაზეა და 2025 წელს ერთ-ერთო საუკეთესო მარშრუტი იქნება ვიზიტორებისთვის. უნიკალურია ხიხანის ციხე, რომელიც აჭარის ოლიმპოა თურქეთს საზღვარზე. ის საკმაოდ მიუვალი იყო რამდენიმე წლის წინ, დღეს უკვე ვიზიტორებს უსაფრთხოდ შეუძლია მისი დალაშქვრა“, – აცხადებს ზაურ ახვლედიანი.
მისი თქმით, ყოველწლიურად დაახლოებით 7 მლნ ლარია გამოყოფილი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ სარეკლამო-საიმიჯო რგოლებისთვის. ამის შედეგად, მაღალმთიანი აჭარა – ქედა და ხულოც, საკმაოდ პოპულარული გახდა. იქაც განვითარდა სასტუმრო ტიპის მშენებლობები და სხვადასხვა ტურისტული სერვისები. სამომავლოდ კი ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო ზრდას ელიან.