ბათუმი ბევრისთვის ზღვასთან და დასვენებასთან ასოცირდება, თუმცა ბოლო წლებში ის მომგებიან საინვესტიციო ქალაქადაც იქცა. ამას ადასტურებს Galt & Taggart ბოლო პერიოდის კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის ბოლოსთვის დასასრულებელი ბინების თითქმის 99% უკვე გაყიდულია.
ასეთი აქტივობა უძრავი ქონების ღირებულების ზრდისათვის ხელსაყრელ საფუძველს ქმნის, განსაკუთრებით იმ ხარისხიანი პროექტებისთვის, რომლებიც ამჟამად შენდება. შედეგად, ინვესტორების ყურადღება ბუნებრივად გადადის ისეთ პერსპექტიულ მშენებლობებზე, როგორებიცაა, ,,მეტროპოლ ოვალი”, ,,მეტროპოლ პარალელი” და ,,მეტროპოლ კუბი”.
რა ქმნის რეალურ საინვესტიციო ღირებულებას
საინვესტიციო ქონების პერსპექტიულობა მისი მდებარეობით განისაზღვრება. ბინის ყიდვა ბათუმში, კერძოდ, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია. 2024 წლის ბოლოს მონაცემებით, ამ ზონაში კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი 1,413$-ს აღწევდა, გაქირავების საშუალო ფასი კი — 10$-ს. „მეტროპოლის“ პროექტებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის სანაპიროსთან, გმირთა ხეივნის მიმდებარედ შენდება.
ინვესტორისთვის ლოკაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია დეველოპერის რეპუტაცია. „მეტროპოლი“ არის მაგალითი სანდო კომპანიისა, რომელიც ხარისხზე, გამორჩეულ არქიტექტურასა და დამატებით სერვისებზე აკეთებს აქცენტს. პროექტებში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს, Royal Tulip-ის ოპერირება და „მეტროპოლ კუბის“ მიერ მოპოვებული International Property Awards-ის ჯილდო ქონების საინვესტიციო პოტენციალს მნიშვნელოვნად ზრდის.
ბაზრის ანალიზი ციფრებში
ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურ ზრდას ციფრებიც ადასტურებს. Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2024 წელს ბათუმში გაყიდული ბინების საერთო ღირებულება წინა წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 778 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბაზრის მდგრადობაზე მიუთითებს. ზრდის ტემპი 2025 წელსაც შენარჩუნდა: თებერვალში გაყიდული ბინების რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6.4%-ით მეტი იყო.
ბაზრის ასეთი დინამიკა ინვესტორისთვის ორ მთავარ სარგებელს ნიშნავს. პირველი — ეს ქონების ფასის ზრდაა. ახალაშენებულ ბინებზე საშუალო ფასმა 8%-დან 11.4%-მდე მოიმატა.
მეორე — ეს არის საიჯარო შემოსავალი. 2024 წელს საშუალო წლიურმა ამონაგებმა 8.8% შეადგინა. შედეგად, ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება სტაბილურად იზრდება და, ამავდროულად, ის შემოსავლის სტაბილური წყაროცაა.
„მეტროპოლის“ საინვესტიციო პროექტები ბათუმში და მათი უპირატესობები
ბათუმის, როგორც ტურისტული ცენტრის, მზარდი პოპულარობის ფონზე, „მეტროპოლი“ ინვესტორებს სამ გამორჩეულ პროექტს სთავაზობს. თითოეული მათგანი კომფორტული ცხოვრებისთვისაა შექმნილი და მაღალი საინვესტიციო პოტენციალი აქვს.
ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ხარისხის ობიექტური დასტური ჰქონდეს. სწორედ ამ ნდობას ამყარებს დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლის” საერთაშორისო აღიარება. პროექტების მიერ მოპოვებული ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორებიცაა International Property Awards და Luxury Lifestyle Awards, ადასტურებს, რომ კომპლექსების დიზაინი, ხარისხის და კონცეფცია საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
,,მეტროპოლი” სასტუმროების საერთაშორისო ბრენდთან, Royal Tulip-თან თანამშრომლობს. ეს ნიშნავს, რომ კომპლექსების დასრულების შემდეგ აპარტამენტების მართვა, მოვლა და მეიჯარეების მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარიმართება. როცა ქონებას ასეთი დონის ბრენდი მართავს, მისი ღირებულება და პრესტიჟი დროთა განმავლობაში მხოლოდ იზრდება.
„მეტროპოლის“ პროგნოზით, პროექტის დასრულებამდე ყოველწლიურად დაახლოებით 17%-ით გაიზრდება თავდაპირველად ჩადებული ინვესტიცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის, პროექტების დეტალურად გასაცნობად და პერსონალური კონსულტაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „მეტროპოლის“ წარმომადგენლებს დაუკავშირდით.