ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც რექტორის არჩევნები უნდა გაიმართოს, სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც რექტორის უნდა გაიმართოს, სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, დღეს უნივერსიტეტში პარტიული დიქტატურა დამყარდება.
მათი თქმით, დღეს აკადემიური საბჭო ირჩევს „ქართული ოცნების“ თვითაღიარებულ დეპუტატს, რომლის მთავარი მიზანია უნივერსიტეტში კრიტიკული აზრის ჩახშობა.
„ქართული ოცნების“ თვითაღიარებული დეპუტატი და ს პროპაგანდისტი, რომელიც აქციის მონაწილე სტუდენტებს მკვლელებს გვეძახოდა – ეს ადამიანი იყრის კენჭს ბსუ-ს რექტორის არჩევნებში. სუს-ი აღარ ერიდება ღიად პარტიული ადამიანის დანიშვნას (და არა არჩევას).
ბსუ-ს აკადემიურმა საბჭომ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ჩააგდოს არჩევნები, სხვა შემთხვევაში, ბსუ-ში დაიწყება რეპრესიები ლექტორებისა და სტუდენტების წინააღმდეგ“, – აცხადებს აქციის მონაწილე არჩილ ბერიძე.
ამასთან, უნივერსიტეტის ეზოში „ქართული ოცნების“ წევრის და რექტორობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის მხარდამჭერი სტუდენტებიც იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ტიტე აროშიძე ღირსეული კანდიდატია.