ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის – „გრანდ მოლის“ შემოსავლები 23.5 მილიონ ლარს აღემატება (bm.ge)

ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის – „გრანდ მოლის“ შემოსავლები 23.5 მილიონ ლარს აღემატება (bm.ge)
ს ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მფლობელმა შპს „გრანდ მოლმა“ 2024 წელი მოგებით დაასრულა. კომპანიამ 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სავაჭრო ცენტრის შემოსავლები 23.5 მილიონ ლარს შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ხუთჯერ აღემატება (2023 – 4.3 მლნ ლარი). შედეგად, „გრანდ მოლმა“ 9.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
კომპანიის ბალანსიც გაუმჯობესდა: საკუთარი კაპიტალი 2023 წლის 4.6 მილიონიდან 14.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ხოლო სესხების მოცულობა 70.7 მილიონიდან 57.1 მილიონ ლარამდე შემცირდა.
“გრანდ მოლი” დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია. ის ბათუმის შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქის ტურისტულად დატვირთულ ზოლში მდებარეობს და მოიცავს 24,000 კვადრატულ მეტრზე მეტ სალიზინგო ფართს. ცენტრი შედგება ხუთი სართულისგან, სადაც ოთხ სართულზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, ხოლო მინუს სართულზე – ავტოსადგომი 150 ავტომანქანაზე.
სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია 100-მდე ბრენდული მაღაზია, კვების ობიექტები, კინოთეატრი, ბოულინგი, ფიტნეს კლუბი და ბავშვთა გასართობი ცენტრი. პროექტი გათვლილია რეგიონული ეკონომიკის განვითარებაზე და 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე.
შენობის კონცეფცია და დიზაინი ევროპის წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან თანამშრომლობით შეიქმნა. „გრანდ მოლის“ ინფრასტრუქტურაში გამოყენებულია თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც ელექტროენერგიის ხარჯვას 35%-ით ამცირებს.
ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 71.6 მილიონ ლარს შეადგენს, მისი მფლობელი და დირექტორია ბიზნესმენი ამირან დარჩიძე.
წყარო: bm.ge