ბათუმის ტერიტორიის ნაწილს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი მიენიჭა

საკანონმდებლო მაცნეზე პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომელიც ბათუმის ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
განსაკუთრებული რეგულირების ქვეშ ექცევა ხმელეთთან ერთად საზღვაო ტერიტორიაც. როგორც დადგენილებაშია განმარტებული, აღნიშნულ ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი ტურისტულ-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ექნება.
აღნიშნულს საფუძვლად უდევს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი დასახლებას შეიძლება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით მიენიჭოს.
საკადასტრო რუკის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ქალაქ ბათუმში მდინარე ბარცხანაის და ყოროლისწყალს შორის მდებარეობს და ასევე განთავსებულია ოდისეა დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ.
აღნიშნული ცვლილება, ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელებისთვის გახდა საჭირო. როგორც ცნობილია, ხელოვნური კუნძული ზღვაში 50-60 ჰექტარზე განთავსდება და პროექტში „ამბასადორ აილენდი“ $100 მილიონს ჩადებს. კუნძულზე გაშენდება ფეშენებელური სასტუმროები, ვილები, აპარტამენტები და ბულვარი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…