ს საქალაქო სასამართლო „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 14 იანვარს იმსჯელებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 14 იანვარს, 11:00 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
მზია ამაღლობელს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა.
შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს