ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება

გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, 4 მარტს ს საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გაიმართება.
წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ხვალ გადაწყდება საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად.
სასამართლო ასევე, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზეც იმსჯელებს.
გამოძიება გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს “სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან 13:00 საათზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქციაც იგეგმება, ლოზუნგით – “თავისუფლება მზია ამაღლობელს”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.