ს საქალაქო სასამართლოში 12 პირის პროცესი გაიმართა, რომელსაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 პირის პროცესი გაიმართა, რომელსაც 16 დეკემბერს, გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავებიან.
საქმე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განიხილა. მოსამართლემ მხარეებს მოუწოდა, რომ საქმე დეტალურად შეისწავლონ და სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინონ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაირღვა.
თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ სხდომაზე განმარტა, რომ არასამუშაო დღეების გამო საქმის მასალების გამოთხოვა და გაცნობა შეუძლებელი იყო, ამიტომ სხდომის გადადება ითხოვა.
მოსამართლემ 12 პირიდან ნაწილის პროცესი 16 იანვარს, ნაწილის კი 20 იანვარს ჩანიშნა.
გარდა ამ საქმეებისა, აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ს საქალაქო სასამართლოში, პოლიციის სამმართველოსთან 2 დღის წინ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულების პროცესი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს