ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის განაჩენი უნდა გამოცხადდეს, სალომე ზურაბიშვილი მივიდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მივიდა.
პარალელურად, ს საქალაქო სასამართლოს ეზოში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იკრიბებიან.
რამდენიმე წუთის წინ სასამართლოში მიიყვანეს მზია ამაღლობელიც, რომელსაც მხარდამჭერები გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდნენ, კერძოდ, ისმოდა შეძახილები: „მზია, გამაგრდი“, „თავისუფლება მზიას“.
ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა, რომელიც დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს