ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 9 ივნისს გაგრძელდება

„არ გაჩერდე, არ დარეგისტრირდეთ”, – ამ წარწერით დატოვა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, სადაც მისი “სისხლის სამართლის” საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები გამოიკითხნენ.
მომდევნო პროცესი 9 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება, სასამართლოს ინფორმაციით, იმავე დღეს 9 ივნისს, ასევე განიხილება საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე.
ცნობისთვის, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია