ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ს სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.
მოქალაქეები სკანდირებენ: თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“, „დგებუაძე, ცრუ მოწმე ხარ“.
ამასთან, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომათა დარბაზი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს დაატოვებინა. მოსამართლის განცხადებით, აღნიშნული მედიასაშუალება ირაკლი დგებუაძის გამოკითხვას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი მოქალაქეების მხრიდან ხმაური მოჰყვა, ნაწილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
ირაკლი დგებუაძე სხდომაზე „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე