ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს – თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრება

მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურ ჩართვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, – ამის შესახებ ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე მიმდინარე პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა მოხდება.
ამასთან, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მისი კოლეგები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი ამ წუთებში იმართება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში