ს საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იკრიბებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან.
შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები შემდეგი წარწერით: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის“.
ს საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია.
ინფორმაციისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა, რომელიც დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა