ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მივიდნენ.
ბესელიასა და დგებუაძის სასამართლოში მისვლას ხმაური მოჰყვა. მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა, მათ ცრუ მოწმე უწოდეს. ისმოდა მათი მისამართით სხვადასხვა სახის შეძახილი.
გრიგოლბესელიადაირაკლიდგებუაძეპროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები არიან, რომლებსაც დღევანდელ პროცესზე დაკითხავენ.
