ს საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვება.
სასამართლო პროცესს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილი ესწრება, დასწრების მსურველ კიდევ ერთ ნაწილს კი დარბაზში არ უშვებენ. ისინი სკანდირებენ: „შეგვიშვით“.
შეგახსენებთ, რომ „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

თაზო დათუნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია – ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრს ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა

პრემიერი – საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება