ს საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაურია.
ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ისმის შეძახილები “თავისუფლება მზია ამაღლობელს”.
კერძოდ, სასამართლოს შენობასთან ხმაური პროკურორების გამოჩენას, მოჰყვა. მზია ამაღლობელის მხარდამჭერები განმარტებებს ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მზია ამაღლობელს უსაფუძვლო ბრალი აქვს წარდგენილი.
მანამდე ს საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. ნინო სახელაშვილის განცხადებით, შენობასთან ხმაური, სასამართლო პროცესის წარმართვას ხელს უშლის. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომის დარბაზი შეიცვალა.
მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესს სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია