ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის პარალელურად, საპროტესტო აქცია გრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი 6 საათია მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისები იმყოფებიან.
პერიოდულად ისმის შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები და მხარდამჭერები ესწრებიან.
ამ დრომდე, დასკვნით სიტყვას, ადვოკატი მაია მწარიაშვილი წარმოთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით