ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ.
შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ მოხდეს სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
ამასთან, ისინი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, „ევროპულ კურსს არ გადაუხვიოს“.
ექიმები, აჭარის მთავრობის სახლამდე მსვლელობას გეგმავენ.
“ნუ ძალადობთ ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს, გვინდა ერთიანი ევროპული თავისუფალი სახელმწიფო, არალეგიტიმური პრეზიდენტი თავზე დაგვასვეს. არ გვინდა საქართველო რუსეთის გუბერნიად იქცეს”, – აღნიშნა ერთ-ერთმა მედიკოსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ