ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
დაცვის მხარე სტუდენტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ყოლბაიას განმარტებით, ანრი კაკაბაძე წარსულში მსგავსი ბრალდების გამო, გირაოს საფუძველზე უკვე იყო გათავისუფლებული.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, თუმცა ლექტორი და სამი სტუდენტი გირაოს საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდნენ.
ს ხელოვნების უნივერსიტეტში თითქმის ერთი თვეა სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებენ და სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ქვეყანაში საპარლამენტო ს ხელახლა დანიშვნას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი