ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო.
ბრალდებულ ალექსანდრე ახვლედიანს 4 წლითა და 6 თვით, დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დავით მენაბდესა და ლუკა ჯიბლაძეს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ხოლო ალექსანდრე ახვლედიანს მკვლელობის დაფარვას.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, ბრალდებულთა ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მოკლულის დედასაც.
სასამართლოს სიტყვით მიმართა მოკლული 20 წლის ბიჭის დედამაც, რომელმაც დაკავებულების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ ს საქალაქო სასამართლომ 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინაც გამოაცხადა.
კერძოდ, საქალაქო სასამართლომ ალიხანაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა და ერთ-ერთი ბიძა პატიმრობაში დატოვა. ხოლო მეორე ბიძა უდანაშაულოდ ცნო, იგი სასულიერო პირია.
თავად, მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.
ცნობისთვის, გასული წელს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ტყეში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღიანი ძებნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამავე სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა. მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 პირი დააკავა. ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?