ს საპროტესტო აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 44-ე დღეა, შიმშილობს

ს საპროტესტო აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 44-ე დღეა, შიმშილობს.
⭕ მან 19 თებერვალს წერილი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან მიაჩნია, „სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე”. თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად ასევე უარს აცხადებს ექიმებთან კონსულტაციაზე და ანალიზების ჩატარებაზე.
⭕ თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ხოლო როცა იზოლატორი დატოვა – 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.
⭕ „ბათუმელებმა“ თემურ ქათამაძისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე, დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა