ბათუმის სანაპიროზე 8-ბალიანი შტორმია – ძლიერი შტორმის შედეგად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ძლიერი შტორმის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სანაპიროზე 8 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რამაც ბულვარში არსებული სასეირნო პრომინადი და რამდენიმე მონაკვეთი დატბორა.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე მერიისა და ბულვარის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით სანაპირო ზოლზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა