ბათუმის საკრებულოში ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტს კენჭს უყრიან

ბათუმის საკრებულოში, ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა. დღესვე საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტს კენჭს უყრიან.
როგორც მმართველ გუნდში აღნიშნეს, 2024 წლის ბიუჯეტი 382 მილიონი ლარით განისაზღვრა.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, ბიუჯეტი ხალხზე მორგებულია და პრიორიტეტები ჯანდაცვის, სოციალური და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისკენ იქნება მიმართული.
ოპოზიციის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.
როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნეს, ოპოზიციის მიერ წარდგენილი არცერთი პროექტი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ქალაქის ბიუჯეტი “ქართული ოცნების” ჩინოვნიკებზეა მორგებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება

თაზო დათუნაშვილი – „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, თბილისში კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს, ყველა უბანზე რაღაც ტიპის დარღვევები ვლინდება – არის ტენდენცია, რომ ამომრჩეველზე 2-2 ბიულეტენის გაცემა ხდება, დატრიალდა „კარუსელიც“