ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი – რეზო ხარაზი ყველა ჯერზე იტყუება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ყველა ჯერზე იტყუება,- ამის შესახებ ს საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ აფხაზავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ციფრები არასწორია და რეზო ხარაზს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
„რეზო ხარაზი ყველ ჯერზე იტყუება. რამდენიმე დღის წინ ამბობდა ბათუმში 140 000 სოციალურად დაუცველიაო, ახლა კი 100 000 მოაკლო და 41 000 დარჩა, ესეც არ არის სწორი ციფრი. ბათუმში სოციალურ შემწეობით სარგებლობს 22 000-მდე ადამიანი.
ყველა მონაცემი, რომელსაც რეზო აჟღერებს, არის სიცრუე და ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
რაც შეეხება, საკრებულოში დღის წესრიგის საკითხების გაცნობას, მათ ჰქონდათ ამისთვის დრო, კომისიის შემდეგ 2-3 დღე იყო, რომ გაეცნოთ საკითხები. კაცს თუ არ უნდა დაჯდეს და წაიკითხოს… პატარა ბავშვებივით არიან”,- აღნიშნა თენგიზ აფხაზავამ
ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ს ხელისუფლების პირობებში ბათუმში მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით 41 908 მოქალაქე სოციალური დახმარების პროგრამაშია.