ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობის წევრებმა საკრებულოში ორი ფრაქცია დაარეგისტრირა: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და ფრაქცია „ხალხის ძალა“.
დღესვე, ბათუმის საკრებულოში კომისიის წევრებს განსაზღვრავენ. თითოეული კომისიაში 10-10 წევრი იქნება წარმოდგენილი. საერთო ჯამში, ბათუმის საკრებულოში ხუთი კომისია იქნება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს.




