ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

“ნაციონალური მოძრაობის” 13-დან 7-მა წევრმა ს საკრებულოში პარტია დატოვა. მათ გარდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმაც.
“ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ვტოვებთ პარტიას და ერთგული ვრჩებით “ვარდების რევოლუციის” იდეალების. ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. “ნაციონალური მოძრაობის” ეს წევრები, ვინც პარტია დატოვეს, ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ. ჩვენ ცხოვრების ნახევარი ამ პარტიაში ვიყავით და ჩვენთვის ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება”, – უთხრა ჟურნალისტებს მ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა. ის 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ბათუმის მერობის კანდიდატი იყო “ნაციონალური მოძრაობიდან”.
გიორგი კირთაძემ “ნაციონალური მოძრაობის” რიგების დატოვებაზე მიღებული გადაწყვეტილება დაუკავშირა უთანხმოებას პარტიის ახლანდელ მმართველებთან. იგი თავის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას განიხილავს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარესთან, სთან ერთად.
“ნიკა მელია გამორჩეული და რეიტინგული პოლიტიკოსია. ჩვენ უახლოეს პერიოდში გეტყვით, როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და რა პოლიტიკური გაერთიანება იქნება.”
“ნაციონალური მოძრაობა” დატოვა მირდატ ქამადაძემაც, რომელიც პარტიის წევრია ბოლო წლების განმავლობაში. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “პარტიად დატოვა ბათუმის ორგანიზაციის დიდმა ნაწილმა”:
“უნდა დასრულდეს შიდა პარტიულ გარჩევებში ჩვენი მონაწილეობა იმიტომ, რომ საზოგადოებას აინტერესებს: რას სთავაზობენ პოლიტიკოსები და როგორი ქვეყანა წარმოუდგენიათ ს დამარცხების შემდეგ; როგორ უნდა შეძლოს ამ ქვეყანაში უკეთესად ცხოვრება. დღეიდან ამ საკითხებზე ვიქნებით ფოკუსირებული. ვრჩებით ბრძოლაში, ევროპული მომავლისთვის და იმისთვის, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები, რომ იყოს უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი”.
დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის . იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე “ნაციონალურ მოძრაობაში”, თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.
„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, – თქვა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე.
იმავე დღეს „ფორმულის“ ღამის ეთერში მან განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.
ნიკა მელიას “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებაზე განცხადება არ გაუკეთებია.