ს საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2026 წლის იანვრიდან 9 600 ლარი იქნება

ს საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2026 წლის იანვრიდან 9600 ლარი იქნება იმ პროექტის მიხედვით, რომელსაც საკრებულო თავადვე დაამტკიცებს. პირველი მოადგილის ხელფასი 8000 ლარი იქნება, ხოლო მეორე და მესამე მოადგილეები 7200 ლარს მიიღებენ. კომისიების თავმჯდომარეების ანაზღაურება კი 5600 ლარია.

25-წევრიან საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, რაც ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იქნება: თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, 5 კომისიის თავმჯდომარე, 3 ფრაქციის თავმჯდომარე, ჯამში 10 მოადგილით. 25-წევრიან საკრებულოში ოპოზიციას მხოლოდ 3 წევრი ჰყავს.

ამ დროისთვის საკრებულოში თავმჯდომარის, მისი სამი მოადგილის, ხუთი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 9 პირია არჩეული.

  • ბათუმის საკრებულოში 3 ფრაქცია შექმნეს. ,,ევროპელი სოციალისტების“ დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, 12 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს. ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი დევაძე იქნება, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე – ნინო ცხვარაძე, ხოლო ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დავით მახარაძე ხელმძღვანელობს. სამი ფრაქციის თავმჯდომარეს ჯამში ათი მოადგილე ეყოლება.
  • ერთ პირს 2 თანამდებობაზე ვერ აირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკრებულოში „ოცნების“ სიით შესულ ყველა პირს თანამდებობა შეხვდება, რიგით წევრად დარჩება მხოლოდ სამი ოპოზიციონერი: ვაჟა დარჩია „ლელოდან“, გიორგი მასალკინი „გირჩიდან“ და სულიკო გოგოლიშვილი გახარიას პარტიიდან.